ზარმაცების სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედით


1. კურო

რეიტინგს სათავეში სწორედ კურო უდგას ამ ნიშნის წარმომადგენლები სულაც არ არიან წინააღმდეგი, მთელი დღე კოტრიალში გაატარონ და ამ წუთისოფლის სიამეებზე იფიქრონ. მაგრამ ერთია კურომ იცის, რომ სიამოვნებისთვის საფასურის გადახდაა საჭირო, ამიტომ, სანამ ასეთ ფუფუნებას მისცემს თავს, ის მუხლჩაუხრელად შრომობს. ასე რომ, კურო მაშინ ხდება ზარმაცი, როცა მის თანხებსა და კეთილდღეობას არაფერი ემუქრება, მანამდე კი მიზანმიმართულად და შეუპოვრად მოქმედებს.

2. ლომი

ლომი მეფეა და ნებისმიერმა მეფემ უნდა აკონტროლოს, რას აკეთებენ ქვეშევრდომები მისთვის. ლომი წინააღმდეგია ყველაფრის, რაც რუტინას უკავშირდება, მაგრამ ყველაზე ძალიან რამის დამოუკიდებლად გაკეთებას ვერ იტანს. თუმცა, მას სულ ზარმაცადაც ვერ მოვნათლავთ. კარგად გამოსდის მბრძანებლობა, რადგან ყოველთვის იცის, რა უნდა გაკეთდეს და როგორ. მისი სიზარმაცე უფრო ჩვევაა, რომელიც ხელმძღვანელისთვის აუცილებელი თვისებაა. დაგვეთანხმეთ ხელმძღვანელობასაც ხომ ცოდნა უნდა.

3. კირჩხიბი

კირჩხიბი საკმაოდ ზანტი ნიშანია, მაგრამ არ გააკეთებს იმას, რაც ემოციურ სიამოვნებას არ ანიჭებს. ამის შედეგად, ხშირად ეზარება რამის გაკეთება, განსაკუთრებით საოჯახო და სხვა ყოფითი საქმეების. სამაგიეროდ, ძალიან მარჯვეა იმ საქმეში, რომელიც მის სულთან ახლოსაა და რომელშიც თავისი ნიჭის გამოვლენა შეუძლია.