როგორი უფროსები არიან ადამიანები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით


1. ვერძი - მან ყოველთვის უკეთ იცის, რა არის კარგი, ისინი გაძლევენ ძალიან ბევრ სამუშაოს და ყოველთვის გეუბნებიან რა გააკეთეთ სწორად და რა არასწორად. მათ უყვართ მბრძანებლობა. თავად კი - თითქმის არასოდეს უშვებენ შეცდომას.

2. კურო - ზოდიაქოს ამ ნიშნის ბოსები მენეჯერული უნარებით გამოირჩევიან. კურო უფროსები მაღალ სტანდარტებს აწესებენ, საოცრად შრომისმოყვარეები არიან, ხედავენ შრომისმოყვარე თანამშრომლებს და მათ დაწინაურების შანსს აძლევენ.

3. ტყუპები - ტყუპი ხელმძღვანელები თანამშრომლებს ბევრს ამუშავებენ. ისინი აზრს სხვადასხვა საკითხებზე ხშირად იცვლიან. მოითხოვენ თანამშრომლისგან, რომ ერთდროულად ბევრ საქმეს გაუმკლავდნენ. მაგრამ, აღსანიშნავია, რომ როცა ხედავენ, რომ რაღაც შეეშალათ და თანამშრომლის მიმართ ძალიან ნანობენ და ცდილობს გამოასწორონ.

4. კირჩხიბი - ზოდიაქოს ამ ნიშნის უფროსს გვერდით ერთგული და სანდო თანამშრომლები სჭირდება. კირჩხიბი უფროსები ძალიან კეთილები და სამართლიანები არიან. მათ გუნდში ყოველთვის ოჯახური გარემოა. თუ კირჩხიბი უფროსი გყავთ, სამსახური სახლივით საყვარელი ადგილი იქნება თქვენთვის.

5. ლომი - ლომ უფროსებს უყვართ თანამშრომლებთან ერთად გასართობად წასვლა და დალევა. ისინი ცდილობენ, რომ მცირე ბიზნესი მალე ნამდვილ იმპერიად აქციონ. მათ სჭირდებათ თანამშრომლებისგან პატივისცემა და ყურადღება.

6. ქალწული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ხელმძღვანელები წარმოუდგენლად მაღალ სტანდარტებს აწესებენ, ამიტომაც ქალწული უფროსის გვერდით მუშაობა არც ისე მარტივია. მათ სურთ თანამშრომლებს სამუშაოს სპეციფიკის შესახებ ყველაფერი აუხსნან, ყველაფერში გაარკვიონ, ამ მიზნით ხშირად აწყობენ შეხვედრებს. თუმცა, გამორჩეულად შრომისმოყვარე და კარგი თანამშრომლებისთვის ჯილდოები არ ენანებათ.

7. სასწორი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები კომუნიკაციის უნარით გამოირჩევიან. ისინი ძალიან გულუხვები და სასიამოვნო უფროსები არიან, მაგრამ შეიძლება სამსახურში ცოტა ქაოსი ჰქონდეთ.

8. მორიელი - ისინი ერთგულებას ითხოვენ თანამშრომლებისგან. მათ ნდობას ადვილად ვერ მოიპოვებთ. მათ აუცილებლად ჰყავთ სამსახურში სანდო ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი და უნდა ეცადოთ, რომ ამ გუნდში თქვენც მოხვდეთ. ადამიანების მართვა სიამოვნებას ანიჭებთ. ისინი მარტივად ამჩნევენ ყველა შეცდომას, ყველა დეტალს.

9. მშვილდოსანი - ზოდიაქოს ამ ნიშნის უფროსები მუშაობენ იმისთვის, რომ შექმნან რაღაც ახალი. ისინი საოცრად სპონტანურები არიან. თანამშრომლებს დამოუკიდებლად და თავისუფლად მუშაობის საშუალებას აძლევენ. ყველაფერში არ ერევიან და მათ კომფორტს უქმნიან.

10. თხის რქა - თხის რქა უფროსები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქმე წარმატებული იყოს. მათ სამსახურში მოტივირებული და შრომისმოყვარე ადამიანები სჭირდებათ. მათი მითითებები ზედმიწევნით სწორად უნდა შეასრულოთ.

11. მერწყული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს მოსწონთ კოლაბორაცია ადამიანებთან. მერწყულები ძალიან მხიარულები და მოხერხებულები არიან. მათ უყვართ გუნდურად მუშაობა. ისინი დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით ხელმძღვანელობენ გუნდს.

12. თევზები - მათ არ მოსწონთ წოდება - ბოსი, უფროსი. მათ არ ახასიათებთ მბრძანებლური ტონი. როცა რაიმის გაკეთება სურთ, თხოვნით მოვლენ თქვენთან. ზოგჯერ ხდება ისეც, რომ სიმკაცრის გამოჩენა უწევთ, მაგრამ მზად არიან ბოდიში მოიხადონ.