რატომ ვიზიდავთ ერთსა და იმავე პრობლემას გამუდმებით


მიზიდულობის კანონი სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი კანონია, ამიტომ ჩვენი რეალობა უმთავრესად დამოკიდებულია იმაზე, რასაც ვფიქრობთ და ვგრძნობთ. ხშირად იმდენად ვართ ნეგატივზე ფოკუსირებულები, რომ ერთსა და იმავე უსიამოვნებას დაუსრულებლად ვიზიდავთ. გაგაცნობთ მოქცევის 3 მოდელს, რაც გვაიძულებს ნეგატივზე მობილიზებას და თუ შენიშნავთ, რომ გამუდმებით განცდებში ხართ, შესაძლოა, მიზეზი შემდეგია:

1. მუდმივად წუწუნებთ და პრობლემებზე საუბრობთ

ყველაზე ხშირად სწორედ ამ მიზეზით ვიზიდავთ ჩვენს ცხოვრებაში უსიამოვნებებს. მუდმივად უარყოფითზე ვსაუბრობთ, ვიმეორებთ ერთსა და იმავეს. ვეჩვევით წუწუნს და ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემას იზიდავს.

კარგი ამბავია ის, რომ წუწუნის შეწყვეტა რთული არ არის. თავდაპირველად, დუმილი რა თქმა უნდა, გაგიჭირდებათ, მაგრამ თუ ივარჯიშებთ, ისწავლით, ენას კბილი დააჭიროთ მაშინ, როცა ეს აუცილებელია.

2. აკვიატებული გაქვთ პრობლემებზე ფიქრი

სასიამოვნოა იმაზე ფიქრი, რომ მღელვარება ადამიანის გადარჩენის ერთ-ერთი ფაქტორია. მაგრამ პრობლემაზე აკვიატებული ღელვით ჩვენ მის იმპულსს კიდევ უფრო ვაძლიერებთ. შედეგად კი საჭირო გადაწყვეტილებისგან შორს ვრჩებით.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ მაშინაც კი, თუ ქვეცნობიერი აზროვნების შეცვლასაც მოახერხებთ, დროდადრო მაინც მოგივათ არასასურველი ფიქრები, მაგრამ ეს ნუ შეგაშინებთ. რამდენიმე ტოქსიკური აზრი თქვენს ცხოვრებას ვერ დაანგრევს. ამიტომ ნუ ინერვიულებთ.

თქვენი ფიქრების კონტროლს კი შემდეგნაირად შეძლებთ: როცა შეამჩნევთ, რომ ერთი კონკრეტული პრობლემით ხართ შეპყრობილი, ეცადეთ, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ. დაკავდით იმით, რაც სიამოვნებას გგვრით.

3. მოქმედებთ შიშით

ჩვენი ქმედებები მხოლოდ ჩვენივე გრძნობებისა და ვიბრაციის ანარეკლი არ არის, მას მათი შეცვლაც შეუძლია.

ალბათ, გსმენიათ, რომ დაძაბულობის დროს განწყობის გამოკეთება მხოლოდ ერთი ღიმილითაა შესაძლებელი. ძალდატანებით ღიმილსაც კი შეუძლია განწყობის ამაღლება.

საქმე იმაშია, რომ განწყობა და ქმედება ტანდემში მუშაობენ. ჩვენი განწყობის შეცვლა ცვლის მოქმედებას, მოქმედების შეცვლა კი ცვლის განწყობას. ამიტომ, პრობლემის მიმართ მიდგომის შეცვლით, ის შეწყვეტს ჩვენს ცხოვრებაზე ამდენად ნეგატიური გავლენის მოხდენას.