საუკეთესო დეტოქს-პროდუქტები ორგანიზმის გასაწმენდად


იმისათვის, რომ ორგანიზმში წმენდა ჩაატაროთ, საკმარისია, რეგულარულად მიირთვათ ისეთი პროდუქტები, რომელიც საჭმლის მომნელებელი სისტემის მოწესრიგებაში, კანის გაუმჯობესებაში, თმისა და ფრჩხილების გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ.

ჭარხალი

ჭარხლის პიურეს ჩემს პატარას 6 თვიდან ვაძლევ - შედეგი გასაოცარია -  statiebi.com

ის შეიცავს ბევრ პექტინებს, რომელსაც ორგანიზმიდან გამოჰყავს მავნე ნივთიერებები. ამასთანავე, ჭარხალი მდიდარია C ვიტამინით და სხვადასხვა მინერალით. მაგალითად, ჭარხალი იმდენ კალიუმს შეიცავს, რაც კუნთოვანი ფუნქციონირებისთვის სასარგებლოა. აგრეთვე შეიცავს იოდს, ქლორს, რაც თირკმელების, ნაღვლის ბუშტის, ღვიძლის ეფექტური საშუალებაა.

სტაფილო

აი, რატომ უნდა ჭამოთ სტაფილო (ყველაფერი სტაფილოს შესახებ)

ის ეხმარება თირკმელს გაწმენდაში, აუმჯობესებს ნაწლავების ტრაქტს, ძალიან სასარგებლოა კანისთვისაც. А ვიტამინებით სავსე კოქტეილი და ბეტა კაროტინები კანის დატენიანებასა და სწრაფად აღდგენას უწყობს ხელს. ასევე კარგია რუჯის მისაღებად და დიდხანს შესანარჩუნებლად.

ლიმონი

ლიმონი ქიმიოთერაპიაზე ძლიერია - როგორ უნდა გამოიყენოთ ლიმონის უნიკალური  თვისებები - mshoblebi

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხილი ორგანიზმის გასაწმენდად - ეს ლიმონია. ყოველ დილას თითო ჭიქა ლიმონიან წყალი სასარგებლო სასმელი საჭმლის მონელების სტიმულირებას იწვევს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და საკვების სწორად ათვისებას.

კოჭა

კოჭა - უნივერსალური წამალი და გასახდომი საშუალება - მკურნალი.გე

კოჭას რეგულარული გამოყენება მავნე მიკროორგანიზმების სხეულიდან გამოდევნას უწყობს ხელს, ამტკიცებს იმუნიტეტს და გააჩნია ტკივილის გაყუჩების ეფექტი. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი დეტოქს-პროდუქტია - ის არა მარტო საჭმლის მონელებას აუმჯობესებს, არამედ ტოქსინებს გამოდევნის კანიდან.

ნიახური

ნიახური არტერიულ წნევას არეგულირებს - მკურნალი.გე

ეფექტური შარდმდენი საშუალება. აქტიურად გამოდევნის შლაკებსა და ტოქსინებს, აღადგენს ელექტროლიტების ბალანსს. თუკი ხშირად გამოიყენებთ ნიახურს, გაგიუმჯობესდებათ საჭმლის მონელების სისტემა და დაივიწყებთ შებერილობას, მეტეორიზმს, კუჭის სპაზმებს.

ვაშლი

ვაშლი სიცოცხლეს ახანგრძლივებს

ვაშლის წვენი მშვენივრად უხდება ორგანიზმის დეტოქსიკაციას, გამოდევნის შლაკებსა და ტოქსინებს. აუმჯობესებს საჭმლის გადამუშავების პროცესს და ხელს უწყობს წონის კლებას. მეორე მხრივ, სრულად ასუფთავებს კუჭ-ნაწლავს და კარგად აისახება მიკროფლორაზე, მესამე მხრივ კი, ვაშლის მჟავა ანადგურებს პათოგენურ ბაქტერიებს.