კახეთის სოფელ მატანში კორონავირუსზე 750 ნიმუშის პასუხს ელოდებიან


კახეთიდან სამედიცინო ცენტრ “ციტოში” 1069 ნიმუში გაიგზავნა , აქედან 750 სოფელ მატნიდან არის- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ისაუბრა.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, სოფელ მატანში დაინფიცირებული 10 თვის ჩვილს , მამას და მამიდას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდათ, ხოლო 10 წლის ბავშვი უსიმპტომო იყო, თუმცა ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

სოფელში ამ დრომდე გრძელდება PCR ტესტირება და ტემპერატურის გადამოწმება ადგილობრივებისთვის. რაც შეეხება სასწავლო წლის დაწყებას, ყველა სკოლამ მოთხოვნილი კრიტერიუმები დააკმაყოფილა და სწავლაც შესაბამისად განახლდა. გამონაკლისი მხოლოდ სოფელ მატანის ორი საჯარო სკოლაა, სადაც სწავლება დისტანციურ რეჟიმში დაიწყო.

შეგახსენებთ, სოფელ მატანში ინფიცირებული პედაგოგის კონტაქტს - 10 წლის მოზარდს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც 2 სკოლაში სწავლა დისტანციურად დაიწყო.