როგორ მოვემზადოთ ორსულობისთვის


ორსულობა განსაკუთრებული ეტაპია ქალის ცხოვრებაში. იგი მუდმივად ფორიაქობს, ნერვიულობს, შიშობს და ამავდროულად დიდი სიხარულის მოლოდინშია. ამ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპისათვის საჭიროა სათანადოდ მოვემზადოთ, როგორც მომავალი დედიკოები, ისე მამიკოებიც.

1.იდეალურია, თუ პირველი შვილის გაჩენისთვის ფიქრს დაიწყებთ 20 წლის ასაკიდან, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ უკვე ოჯახი გაქვთ და არანაირი ქრონიკული დაავადება არ გაწუხებთ არც ქმარს და არც ცოლს. ასევე მნიშვნელოვანია ამ პერიოდში სწორი და ჯანმრთელი საკვებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება, ანუ თუ თქვენ გადაწყვიტეთ მემკვიდრის დაბადებაზე ზრუნვა, ამის გათვალისწინება აუცილებელია.

2.ასევე მნიშვნელოვანია ეკოლოგიური მდგომარეობა და კლიმატური პირობები. ოჯახში მშვიდი, გაწონასწორებული, ჰარმონიული და მეგობრული ურთიერთობა. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ყველა პირობა შევუქმნათ საკუთარ ორგანიზმს, რომ მომავალი პატარა იყოს ჯანმრთელი, სრულფასოვანი. მნიშვნელოვანია ვისწავლოთ კომპრომისზე წასვლა და იმ მავნე ჩვევებზე შევძლოთ უარის თქმა, რომელიც არცთუ ცოტაა ჩვენში.

3. ძლიერი სურვილი, გაწყობა და ფსიქოლოგიურად მომზადება შვილის გაჩენისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი რამაა, იმდენად, რომ მონდომების შემთხვევაში, როდესაც სურვილი არის ძლიერი, შედეგიც არ აყოვნებს და მოკლე დროში ორსულობაც დგება.

4.ორსულობის დაგეგმვა სასურველია ერთი წლით ადრე დავიწყოთ, აუცილებელია ანალიზების ჩაბარება, რათა დარწმუნდეთ, რომ არაფერი გაწუხებთ. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის პრობლემები აღმოჩნდა, თავისთავად არის საჭირო მკურნალობის ჩატარება და მხოლოდ შემდგომ, ისიც მცირე ხნის გასვლის შემდეგ, არის კარგი დრო იმისათვის, რომ ბავშვის გაჩენაზე რეალურად დავიწყოთ ზრუნვა.