4 იდეალური საპიკნიკე ადგილი


უქმეები საუკეთესო დროა დამღლელი კვირის შემდეგ განტვირთვისთვის და საკუთარ თავში ახალი ენერგიის პოვნისთვის. ბუნების წიაღში, მშვიდ გარემოში ყოფნა და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა იდეალური გზაა სამსახურის და ყოველდღიური პრობლემების ცოტა ხნით მაინც დასავიწყებლად.

ლისის ტბა

Lake Lisi

ეს თბილისელებისთვის გამორჩეულად საყვარელი ადგილია, რომელიც სავსეა სიმწვანით და ბევრი სუფთა ჰაერით. ამავდროულად, არის გარე კაფეებიც. ასევე, შეგიძლიათ თავად წაიღოთ საჭმელი, პლედები და რომელიმე ხის ძირას, სუფთა ჰაერზე მიირთვათ. შეგიძლიათ გაირუჯოთ, ლამაზი ფოტოები გადაიღოთ, განიტვირთოთ და უკან სასიამოვნო ემოციებით დაბრუნდეთ.

სიონის ტბა

Sabaduri forests and Sioni Lake – Places to relax near Tbilisi – Georgian  Tour Magazine

თუ გინდათ, რომ ცოტათი მაინც მოშორდეთ დედაქალაქის ხმაურს, თბილისთან ახლოს, სიონის ტბას უნდა მიაშუროთ. ის დაბა სიონში მდებარეობს და იქაური კლიმატი, ჰაერი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა იმუნიტეტის გასაძლიერებლად. სიონში ადგილობრივ საოჯახო ტიპის სასტუმროშიც შეგიძლიათ დარჩეთ, ან თუ მოხეატიალე სული ხართ, კარავი გაშალოთ და ტბის პირას დაიძინოთ. იდეალური ადგილია რუჯის მისაღებად, ან უბრალოდ იმისთვის, რომ საკუთარ თავთან მარტო იყოთ და ლამაზი ხედებით დატკბეთ.

ნორიო

ყვავილები, yvavilebi » Page 9

ეს თბილისთან ახლოს ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია. ნორიოში წასვლას განსაკუთრებით მათ ვურჩევთ, ვისაც ახალი და შთამბეჭდავი ფოტოები სურს. ნორიო ფოტოგრაფებისთვისაც საყვარელი ადგილია. იქ გვირილების ულამაზეს მდელოებს ნახავთ და შესანიშნავი გარემოა შთამბეჭდავი სურათების გადასაღებად.

საგურამო

ბოტანიკა საგურამო - აქ შენი სახლია - ახალი უბანი საგურამოში

საგურამოში ბევრი ლამაზი ადგილია პიკნიკისთვის. ეს განსაკუთრებით კარგი გადაწყვეტილებაა, თუ ოჯახთან ერთად წახვალთ. ბავშვებს ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუბსაც აჩვენებთ, ტყეში გაისეირნებთ და სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავთ. რაც მთავარია, თბილისურ სიცხესა და ხმაურს გაერიდებით.