გოგი წულაია გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს


პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია გულის შეტევით საავადმყოფოში მოათავსეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კლინიკაში გამთენიისას შეიყვანეს. მეუღლის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

კლინიკა „ელჯი“-ში პაციენტის მდგომარეობის შესახებ კომენტარს, ჯერჯერობით არ აკეთებენ.