გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ქიწნისი ეპიდაფეთქების ცენტრია - ქორწილის კლასტერს კიდევ ორი კორონავირუსით ინფიცირებული დაემატა


გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ქიწნის ახლა ეპიდაფეთქების ცენტრია. DIANEWS.GE-ს ინფორმაციით, ქორწილის კლასტერს კიდევ ორი ინფიცირებული შეემატა. ისინი ბოქსირებულ განყოფილებაში უკვე გადაიყვანეს და ახლა, სოფელში კვლავ ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. საკოორდინაციო საბჭომ 14 სექტემბერს სოფელში გამკაცრებული ზომების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც სოფლის შესასვლელში დროებითი ბლოკპოსტი განთავსდა. ამ დროისთვის ქიწნისში შემსვლელ ყველა პირს PSR ტესტი უტარდება. კიდევ ერთი კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა ცხელების ცენტრიდან, საცა COVID-19- ახალგაზრდა ქალს დაუდასტურდა. ამ წუტებში მიმდინარეობს მისი კონტაქტებისა და წყაროს მოძიება.