აქცია დაბა მესტიაში - სასტუმროს მეპატრონეებმა გზა გადაკეტეს


დაბა მესტიაში სასტუმროს მეპატრონეები და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აქციას მართავს. ისინი სესხების შეჩერებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საბანკო ვალდებულებების შესრულებას პანდემიის გამო შექმნილი კრიზისის გამო ვერ მოახერხებენ, იქამდე სანამ სრულფასოვნად მუშაობის საშუალება არ მიეცემათ.