გამოსხივებისგან დაცვა - თვალების ვარჯიში


თვალების კომპიუტერული დაღლილობის სინდრომი მოიცავს შემდეგ გამოვლინებებს: თვალის გადაღლილობასა და სიმშრალეს, თავის ტკივილებს, ტკივილებს კისრისა და სახსრების არეში. როგორც წესი, ეს დროებითი ხასიათის მოვლენებია, მაგრამ ბევრისათვის ზემოთ აღნიშნული ყოველდღიურ პრობლემას წარმოადგენს.

გთავაზობთ თვალების დაღლილობის მოსახსნელ რამდენიმე ვარჯიშს:

1. ფრთხილად დაიმასაჟეთ თითებით თვალის კაკლები ქუთუთოების მეშვეობით. ეს დაგეხმარებათ თვალის კუნთების მოშვებაში და დაძაბულობის მოხსნაში. დახუჭეთ თვალები და თითები მიაჭირეთ საფეთქლებს, შემდეგ გაახილეთ თვალები და რამდენჯერმე მაგრად დახუჭეთ. სისხლის მიმოქცევა თვალებში დაიწყებს აღდგენას.

2. ერთ ერთი მარტივი ვარჯიში გახლავთ დახუჭული თვალებით თვალების ტრიალი, ჯერ საათის ისრის მიმართულებით, შემდეგ კი პირიქით. ამას გარდა, 20 წამის განმავლობაში სცადეთ შორი საგნის ყურება, მაგალითად ფანჯრის მიღმა განლაგებული ობიექტის. შემდეგი 20 წამიახლო საგანს, მაგალითად საკუთარი ხელის დიდ თითს. რამდენჯერმე გაიმეორეთ ეს ვარჯიში.

3. თვალები მაგრად დახუჭეთ, შემდეგ გაახილეთ, გაიმეორეთ 8-10-ჯერ. თვალები დაიფარეთ უბრალოდ ხელის გულებით და ასეთ მდგომარეობაში იყავით 5 წუთი. ეს ვარჯიშები გააკეთეთ რეგულარულად.