საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ეკა ბესელია - ექსპერტიზის დასკვნამ ჩანაწერების სანდოობა და უტყუარობა გამორიცხა

personuser access_time5-10-2018, 14:45
ჩანაწერები არ არის ავთენტური და გამოძიება უნდა გაგრძელდეს იმის დასადგენად, ვინ გააკეთა და რისთვის დასჭირდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.
როგორც ბერელიამ აღნიშნა, ექსპერტიზის დასკვნამ ჩანაწერების სანდოობა და უტყუარობა გამორიცხა.


„ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მტკიცებულებად იურისტები მიიჩნევენ ექსპერტიზის დასკვნას, რადგან ეს არის სწორედ პროფესიონალების მიერ ჩატარებული. როდესაც ვისმენთ ფარულ ჩანაწერებს, რომლის წარმომავლობის კანონიერება არავინ იცის, პირველი ისმის კითხვა, ავთენტურია თუ არა, ნამდვილია თუ მონტაჟია. ბრიტანული ექსპერტიზის ბიუროსა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში აღნიშნულია, რომ ჩანაწერები მონტაჟია, არის ხელოვნურად შეკოწიწებული გადაბმები და ასე შემდეგ. ანუ თავისთავად ამ ჩანაწერების სანდოობა და მისი უტყუარობა ექსპერტიზამ გამორიცხა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ჩანაწერები ხელოვნურია და არ არის ავთენტური.


„შემდეგი ეტაპი, რაც ამას უნდა მოჰყვეს, ჩემთვის, როგორც იურისტისთვის მნიშვნელოვანია, ჩანაწერები ვინ გააკეთა, ვინ გადააბა და რისთვის დასჭირდა. ეს არის სრულიად ლეგიტიმური კითხვები, რომელიც ახლა გამოძიების წინაშე დგას და გამოძიება ამ მხრივ უნდა გაგრძელდეს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ეს ჩანაწერი არ არის უტყუარი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა ზაზა ოქუაშვილისა და ლევან ყიფიანის საუბრის აუდიოჩანაწერებზე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. როგორც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის საუბრების აუდიოჩანაწერი არ არის ავთენტიკური და დამზადებულია მონტაჟის გზით.
скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია