სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩებს ნიკა გვარამიას პოსტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

სტატიის ავტორი




პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩებს შეხვდა. ზურაბიშვილის განცხადებით, ელჩები წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობით დაინტერესდნენ. ასევე ზურაბიშვილმა დიპლომატებს, პრეზიდენტად არჩევის შემთხევევაში თავისი პრიორიტეტები და საგარეო ხედვა გააცნო.

"ელჩებს ყველაფერი აინტერესებდათ. მივეცი სრული და ამომწურავი ინფორმაცია იმ საბჭოთა სტილის კამპანიის შესახებ, რომელიც პირადად ჩემ წინააღმდეგ არის მიმართული და გასცდა ყველა ზომასა და ზღვარს. სხვათა შორის, მათ წავუკითხე ის პოსტი, რომელიც ნიკა გვარამიამ დაწერა და, რომელიც არის პირდაპირი მუქარა ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მე დამეხმარება. ვფიქრობ, ყველამ უნდა იცოდეს, როგორ იქცევა ერთ-ერთი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი საარჩევნო კამპანიის დროს.
გარდა ამისა, ვრცლად ვისაუბრეთ ჩემი კამპანიის თემებზე, როგორი პრეზიდენტი ვიქნები, რა არის პრიორიტეტები. ევროპის შემოყვანა საქართველოში თავისი ყველანაირი სტანდარტით. საქართველოს ევროპაში ყოფნა და ჩემი როგორც არამხოლოდ ელჩის, არამედ ლობისტის როლი, რადგან საქართველოს სჭირდება მეტი დანახვა და აქტიურობა ევროპასა და მსოფლიოში.
ეს არის ის, რაც ელჩებს ყველაზე მეტად აინტერესებდათ, რადგან როგორც მათ თავად აღნიშნეს, წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ ძალიან ცოტა ესმით, ეს არის კამპანია, რომელიც ვითარდება, პრაქტიკულად, თემების გარეშე და მეც ძალიან მიჭირს“, -  განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების შესახებ წერს და საზოგადოებას მათი დასჯისკენ მოუწოდებს. 


app-facebookNika Gvaramia: 
ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დაყვება და მხარს უჭერს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ. ეს არ არის არც გამოხატვის თავისუფლების და არც პოლიტიკური გემოვნების საკითხი. ეს არის ქვეყნის ღია და დეკლარირებული მოღალატის დახმარება. დახმარება ქვეყნის ღალატში.
ყველა ეს ადამიანი უნდა დავიმახსოვროთ და გვახსოვდეს, რომ მოღალატის გვერდში დამდგომი ხალხია, და მათგან ყველაფერს უნდა ელოდოს ჩვენი სამშობლო. უნდა დავიმახსოვროთ, და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა თუ პოლიტიკა. ქვეყნის მოღალატე და მისი მოკავშირეები საჩვენებლად უნდა დაისაჯონ! მე, პირადად, ვაპირებ ამას მივუძღვნა საკუთარი თავი უახლოვესი რამდენიმე წელი. ჯერ არჩევნების წაგებაში ძალიან დავეხმარები მოღალატე სალომეს (აუცილებლად წააგებს) და მერე მივუბრუნდები მის დამხმარეებს.
скачать dle 12.1








0
თარიღი: 5-10-2018, 16:45
0
612

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх