საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

personuser access_time8-10-2018, 13:46


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს. კამათი დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხს მოჰყვა. საუბარია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის მზია თოდუას წერილზე, მოსამართლე პაატა სილაგაძისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების თაობაზე. სილაგაძე სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეა,რომელსაც უფლებამოსილების ვადა რამდენიმე კვირაში უმთავრდება.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ ის ამ საკითხის მოგვარების მომხრეა, თუმცა, მან შეკითხვით მიმართა საბჭოს წევრებს, ხომ არ იქნება რელევანტური, რომ საბჭომ პარლამენტს მიმართოს და პარლამენტმა გაუგრძელოს უფლებამოსილების ვადა პაატა სილაგაძეს. მისივე განმარტებით, იუსტიციის საბჭო არ არის ის ორგანო, რომელიც ნიშნავს ან უფლებამოსილების ვადას უწყვეტს უზენესი სასამართლოს მოსამართლეს.


აღნიშნული საკითხის განხილვას სიტყვიერი შეკამათება მოჰყვა ნაზი ჯანეზაშვილსა და საბჭოს მოსამართლე წევრს რეზო ნადარაიას შორის, როდესაც ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოს მოსამართლე წევრებს „კლანი“ უწოდა.


"კლანიდანაც გაკეთდება ამ ს
აკითხზე განცხადება",-განაცხადა ჯანეზაშვილმა, რამაც ნადარაია გააღიზიანა და კითხით მიმართა ჯანეზაშვილს.
„ვინ არის კლანი?"-იკითხა ნადარაიამ, რასაც ჯანეზაშვილმა ასევე კითხვით უპასუხა: „რა იყო, საქმეს მირჩევთ, ბატონო, რეზო?!"


ამასთან, მოსამართლე პაატა სილაგაძის საკითხის მოგვარების მომხრეა საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძეც, თუმცა ამობობს, უზენაეს სასამართლოში სისხლის სამართლის პალატაში შექმნილია კრიზისი, რაზეც დამნაშავე საქართველოს პარლამენტია. ამის არგუმენტად ანა დოლიძემ დაასახელა ის რომ, პარლამენტმა თავის დროზე არ განიხილა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
скачать dle 12.1






content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია