საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ზურაბიშვილმა საქართველოს ოკუპაცია გერმანიის ორად გაყოფას შეადარა

personuser access_time8-10-2018, 13:52
დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი კახეთში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. სალომე ზურაბიშვილი სიღნაღის კულტურის სახლში მოსახლეობას ხვდება. დამოუკიდებლობა, ქვეყნის ინტერესების დაცვა და მიუკერძოებლობა - ზურაბიშვილმა თითქმის 20-წუთიანი გამოსვლა სწორედ ამ თემებზე საუბარს დაუთმო.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე, ქვეყნის გამთლიანებაზე გაამახვილა ყურადღება. მან მიხელ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში რეაბილიტირებული სიღნაღი გაიხსენა და განაცადახა, რომ სიყვარულის ქალაქი სიძულვილის ქალაქად არ უნდა გადაიქცეს.


"არ შემიძლია სააკაშვილი არ გავიხსენო. ერთი-ერთი კარგი ინიციატივა სიღნაღია. შეიძლება სხვანაირადაც გაეკეთებინათ, მაგრამ ფაქტია ეს ქალაქი გაცოცხლებულია, თუნდაც მას გაეკეთებინა. მაგრამ სიყვარულის ქალაქის სიძულვილის ქალად არ უნდა გადაიქცეს - პრეზიდენტიც ამის გარანტი უნდა იყოს. პრეზიდენტი ინიციატორთან ერთად, გარანტორი უნდა იყოს სუვერენულობის. უნდა მივაღწიოთ იმ მიზანს, რასაც ქვეყნის გამთლიანება ჰქვია", - განაცხადა ზურაბიშვილმა და საქართველოს დღევანდელი რეალობა (ოკუპირებული რეგიონები) გერმანიის ორად გაყოფას შეადარა.
"ფიქრობდნენ რომ ძნელი იყო, თუმცა მოხდა (გერმანიის) გაერთიანება და ევროპაში დღეს ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა. პრეზიდენტი ამ იმედის მომცემი უნდა იყოს.. ქვეყნის სახე და ელჩი უნდა იყოს, ლობისტი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა 7 ოქტომბერს ამომრჩეველს ახმეტაში, თელავსა და ლაგოდეხში შეხვდა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.
скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია