NDI – გამოკითხულთა 38 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

სტატიის ავტორი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 29 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

კითხვაზე – განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ საერთო ჯამში როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, თქვენი აზრით – 29 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 30 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება, 38 პროცენტი კი, პასუხობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ამასთან, დეკემბრის კვლევაში, ივნისთან შედარებით, გაზრდილია მათი რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, შემცირებულია მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ არ იცვლება, ხოლო მცირედით ნაკლებია მათი რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას დღეს 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს.

კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.1 პროცენტია.

კვლევის პოლიტიკური ნაწილი 30 იანვარს გამოქვეყნდება.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.скачать dle 12.1








0
თარიღი: 28-01-2019, 12:37
0
439

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх