საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


გრიგოლ ვაშაძე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელებს შეხვდა

personuser access_time11-10-2018, 17:05
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ვაშაძემ ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე, გამოვლენილ დარღვევებსა და პოლიტიკური პარტიების არათანაბარი პირობების შესახებ ისაუბრა. გრიგოლ ვაშაძემ ყურადღება გაამახვილა პარტიების არათანაბარ დაფინანსებაზე, სუს-ის მიერ ოპოზიციის დევნაზე, მარეგულირებელი კომისიის მიმართვაზე ეთერიდან ამოეღოთ ოპოზიციის პოლიტიკური რეკლამა.

„ერთადერთი თხოვნა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ის იყო, რომ ყველა დარღვევა, რომელიც მოხდება, რომელზეც ჩვენ ეჭვი გვაქვს აუცილებლად იყოს დადასტურებული ფაქტით და საჩივრით და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია