ირაკლი კობახიძე - მირზა სუბელიანის მუქარის არ გვეშინია, თუ მუქარა იქნება

სტატიის ავტორი

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ მირზა სუბელიანის მხრიდან მუქარა იქნება, მმართველ გუნდს ამ მუქარის არ ეშინია. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა დაამტკიცა, რომ მას არც მუქარის ეშინია და არც შანტაჟის. ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, ვერც საგამოძიებო კომისიამ და ვერც პროკურატურამ 100%-იანი სიზუსტით ვერ დაადგინა, ხორავას ქუჩაზე მოკლულ დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები ვინ მიაყენა.

„რაც შეეხება კონკრეტულად მირზა სუბელიანის საკითხს, ჩვენ ვამბობდით, რომ თქვენი მესიჯი იყო ეს, რომ თითქოს ჩვენ გვეშინია მუქარის, შანტაჟის. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არც მუქარის გვეშინია, არც შანტაჟის გვეშინია და ეს ადამიანი დღეს ზის იქ, სადაც ზის. შესაბამისად, მომავალშიც ბუნებრივია, იგივე მიდგომა იქნება. თუ იქნება მუქარა მაგალითად, მირზა სუბელიანის მხრიდან, ჩვენ ამ მუქარის არ გვეშინია და ზუსტად ვმოქმედებთ ჩვენი პრინციპების შესაბამისად იმიტომ, რომ არავის არ ეშინია მუქარის. რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, რომელსაც იძიებდა საგამოძიებო კომისია, ჭეშმარიტება არის ისევ იგივე, რაც დადგინდა ჯერ პროკურატურის მიერ და შემდეგ საგამოძიებო კომისიის მიერ. როგორც ვერ დაადგინა 100%-იანი სიზუსტით პროკურატურამ, თუ სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი ვინ იყო ამ საქმეში, ასევე ვერ დაადგინეთ ვერც თქვენ. ეს არის აქ მთავარი გარემოება. დანარჩენი, ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ჩვენი როლი, თუ ვინმე რამეს დააშავებს, თუ ვინმეს აქვს კონკრეტული გადაცდომა, ამაზე გპირდებით, რომ პარლამენტი არცერთ შემთხვევაში არ დახუჭავს თვალს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.скачать dle 12.1








0
თარიღი: 15-10-2018, 16:19
0
1 121

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх