საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


"არანაირი კავშირი გირგვლიანის საქმესა და ხორავას საქმეს შორის არ არსებობს"

personuser access_time17-10-2018, 01:01
"ნაცმოძრაობას“ აქვს იაფფასიანი მცდელობა პარალელი გაავლოს გირგვლიანის საქმესა და ხორავას ქუჩის საქმეს შორის და სამწუხაროა, რომ იგივეს ცდილობდა მარგველაშვილი“ - ასე გამოეხმაურა კობახიძე მარგველაშვილის განცხადებას.

„ყველას გვახსოვს რა იყო გირგვლიანის საქმე. ეს იყო ხელისუფლების შეთქმულება ერთი ადამიანის წინააღმდეგ. ეს იყო მკვლელობა, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა მანქანამ. ეს მკვლელობა რეჟიმმა ჩაიდინა და ბოლომდე აფარებდნენ ხელს შემსრულებლებს და შემდეგ სხვადასხვა ფორმით ხდებოდა ამ ყველაფრის შეფუთვა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მისი თქმით, ამაში ჩართული იყვნენ ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიები.


„ნაცმოძრაობის“ ყველა პარტიული ტელევიზიაც ამაში იყო ჩართული. ეს იყო უმძიმესი ფაქტი და არანაირი კავშირი გირგვლიანის საქმესა და ხორავას საქმეს შორის არ არსებობს. სამწუხაროა, რომ დღეს გიორგი მარგველაშვილი ჩაერთო ამ იაფფასიან კამპანიაში. გირგვლიანის მკვლელობა ეს იყო მკვლელობა რომელიც ჩაიდინა რეჟიმმა და რეჟიმმა დააფარა ხელი ამ მკვლელობას. შეგახსენებთ, რომ როდესაც დადგა განაჩენი სააკაშვილის წინააღმდეგ გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმესთან დაკავშირებით, მარგველაშვილი იყო პირველი, ვინც ხელი დააფარა მიხეილს სააკაშვილს. ამას რა შეფასება უნდა მიეცეს არ ვიცი - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია