გიორგი ქობულია - ეს ჩვენი პოლიტიკური კრიზისები, რაც არის, არ არის რეალურად კრიზისი

სტატიის ავტორი

ჩვენს ხალხს უჭირს, როცა ხალხს უჭირს, რა თქმა უნდა, უკმაყოფილებაა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რითაც გავრცელებულ ჩანაწერებს გამოეხმაურა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მიიჩნევს, რომ რადგან საქართველოში ხალხს უჭირს, მსგავსი ტიპის ინფორმაციაზე საზოგადოება სწორედ ამის გამო რეაგირებს, სინამდვილეში კი ქვეყანაში რეალური პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს.

„ეს ჩვენი პოლიტიკური კრიზისები, რაც არის, არ არის რეალურად კრიზისი.

ეს არის ყველაფერი ამოწოვილი და ეს არამარტო იმისთვის კეთდება, რომ არჩევნებია. ამის ძირითადი საფუძვლები, ფუნდამენტური პრობლემა, არის ჩვენი ხალხის გასაჭირი, ჩვენს ხალხს უჭირს. ამიტომ, როცა ხალხს უჭირს, რა თქმა უნდა, უკმაყოფილებაა. ეს უკმაყოფილება სხვადასხვა ფორმით გამოიხატება. ასეთი ტიპის ვითომ კრიზისები, რომელიც რეალურად კრიზისი არ არის, რომ გავასწოროთ, ამის ერთადერთი გზა არის ეკონომიკის გაძლიერება და ხალხის კეთილდღეობის ამაღლება.

აბა გადახედეთ, ასეთი რაღაცები ხდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჰოლანდია, საფრანგეთი, ავსტრია, შვეიცარია - არა, იმიტომ რომ ხალხს არ უჭირს და ასეთ რაღაცებს არ გამოეკიდება,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.скачать dle 12.1








0
თარიღი: 18-10-2018, 13:19
0
572

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх