საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


,,ლონდონის სასამართლო საკმაოდ ავტორიტეტულია და იქ „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით ყველა შეკითხვას პასუხი უნდა გაეცეს"

personuser access_time23-10-2018, 13:00
ლონდონის სასამართლო საკმაოდ ავტორიტეტულია და იქ „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით ყველა შეკითხვას პასუხი უნდა გაეცეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის შეფასებით, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი დეზინფორმაციის გავრცელების გზით მოქმედებს და რეალურად თანხის გადახდა არც სახელმწიფო ბიუჯეტში სურს და არც საკუთარი თანამშრომლებისათვის.

„ეს ადამიანი აკეთებს ჩანაწერებს, გამოდის განცხადებებით და ბიუჯეტში თანხას არ იხდის. ის აშკარად იტყუება, როცა ამბობს, რომ არანაირი შეთავაზება კომპრომისთან დაკავშირებით არ ჰქონდა. ეს არის თაღლითობა და ხელისუფლება ვალდებულია „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ყველა კითხვას პასუხი გასცეს. სხვანაირად არც შეიძლება იყოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია