"დიდი არეულობაა ბორდელში... რა ჯიგარი ხართ, ბ-ნო ბიძინა" - ელისო კილაძე ივანიშვილს

სტატიის ავტორი

ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა +"-ის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში, მომავალ კვირას, უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის პირველი მოადგილის, სოსო გოგაშვილის პროკურატურაში დაბარების ფაქტს ეხმაურება. ჟურნალისტის თქმით, ყოფილი მაღალჩინოსანი მატროსოვის ციხეს დღითიდღე უახლოვდება. "ქრონიკა +"-ის რედაქტორი ასევე შიდა კულუარულ ფაქტებსაც ასაჯაროებს, რომლის თანახმადაც "სუს"-ის ყოფილი ხელმძღვანელი ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრის გზებს ეძებს, მაგრამ როგორც ჟურნალისტის სანდო წყარო იუწყება მას "ბრძენი კაცი" უბრალოდ არ იღებს: "ბოლო ბოლო გავიგე რატომ კრიახობს ანტრიკოტას საქათმე-ცა და ქვეყანა შეუძრავს სოსოს ბიძინასთან შესახვედრად, ვინ არ ჩაურევია და მაინც უარი მიუღია იმ ბრძენი კაცისგან ! მეტიც, მაგიდაზე უდევს ჩანაწერი, სადაც სოსო ბიძინას აგინებს, შიგადაშიგ ჩემი გინებაც ყოფილა იმ კვირაში პროკურატურაშია დაბარებული, (ადვოკატი უკვე იყო), უახლოვდება ნელ ნელა მატროსოვს.. ამიტომ არიან ატეხილები სამგლე გოჭებივით და დარბიან ჩვენი ფოტოებით. დიდი არეულობაა ბორდელში.... რა ჯიგარი ხართ, ბ-ნო ბიძინა, " - დაწერა ჟურნალისტმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

скачать dle 12.1








0
თარიღი: 19-08-2019, 00:00
0
627

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх