ელენე ხოშტარია "ევროპულ საქართველოს" ტოვებს

სტატიის ავტორი

ნიუპოსტისთვის" ექსკლუზიურად მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ელენე ხოშტარია "ევროპულ საქართველოს" ტოვებს.

წყაროს ინფორმაციით, ხოშტარიას ეს გადაწყვეტილება პარტიაში დიდი ხნის წინ დაწყებული დაპირისპირების გაგრძელებაა.

როგორც ცნობილია, ხოშტარია ახალგაზრდულ ჯგუფთან ერთად სამეგრელოში იმყოფება და ისე აწარმოებს მისახლეობაში პიარ კამპანიას, რომ "ევროპული საქართველოს" ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერები საქმის კურსშიც არ იყვნენ. ხოშტარიას ვიზიტი თანაგუნდელებისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, როცა დეპუტატმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა.

"ნიუპოსტს" კულუარულად ეს ინფორმაცია დაუდასტურეს, თუმცა უცნობია როდის გააკეთებს ღია განცხადებას ელენე ხოშტარია და ვინ იქნება შემდეგი.
"ნიუპოსტი" თავად ელენე ხოშტარიასაც დაუკავშირედა. უმცირესობის წევრი აცხადებს, რომ მას პარტიაში დაპირისპირება არავისთან არ აქვს:
"არანაირი დაპირისპირება არ მაქვს არავისთან, ასევე თქვენი ინფორმაცია, რომ ადგილობრივი ლიდერები არ მინახავს ევროპული საქართველოსი არასწორია.პარტიაში ვარ ცხადია და თუ რამე შეიცვლება შეგატყობინებთ"- გვითხრა ხოშტარიამ.скачать dle 12.1








0
თარიღი: 31-08-2019, 12:15
0
363

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх