საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ნატო ჩხეიძემ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ შემადგენლობა ოფიციალურად დატოვა

personuser access_time3-10-2018, 13:03
პარლამენტის წევრმა ნატო ჩხეიძემ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ შემადგენლობა ოფიციალურად დატოვა.
ჩხეიძის მიმართვა ფრაქციიდან გასვლის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.
იმ შემთხვევაში, თუკი ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს“ რომელიმე დეპუტატი არ შეუერთდება, ფრაქცია დაიშლება, რადგან ის მინიმალური შემადგენლობით - 6 დეპუტატით არის წარმოდგენილი.
ნატო ჩხეიძის ფრაქციიდან და პარტიიდან გასვლა „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. ჩხეიძე ამბობს, რომ მან თანაგუნდელებისგან მხარდაჭერა ვერ მიიღო.
скачать dle 12.1

content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია