მამუკა მდინარაძე - დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობდნენ უბანში შესვლას ვიდეოკამერების დამონტაჟების მიზნით, რაც კანონმდებლობას ეწინააღმდეგება

სტატიის ავტორი

დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობდნენ უბანში შესვლას ვიდეოკამერების დამონტაჟების მიზნით, რაც ასევე ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, არჩევნების პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„ზუსტად 08:00 საათზე დაიწყო ხმის მიცემის პროცესი. გაიხსნა საარჩევნო უბნები. პროცესი წარიმართება მშვიდ გარემოში. არ დაფიქსირებულა რაიმე არსებითი ხარვეზი უბნების გახსნისა და ხმის მიცემის პროცესში.

საარჩევნო უბნების უმრავლესობაში კომისიის წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“ და სხვა ოპოზიციური პარტიებიდან არ მონაწილეობენ სამწუხაროდ ფუნქციების გამანაწილებელ წილისყრაში, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს.

გუშინ, გვიან ღამით დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობდნენ უბანში შესვლას ვიდეოკამერების დამონტაჟების მიზნით, რაც ასევე ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობას.

რუსთავის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ტარდება ეგზიტპოლი როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი კვლევითი ორგანიზაციების მიერ. აღნიშნულ უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელს უშლიან ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს ეგზიტპოლის ჩატარებაში.

კანონმდებლობის უხეში დარღვევა დაფიქსირდა ასევე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, როდესაც პარტიულმა ტელევიზიამ უგულვებელყო არჩევნების დღეს აგიტაციის აკრძალვის პრინციპი და გუშინდელი ღამე ანუ დღევანდელი დღე უკვე 12 საათიდან დაუთმო ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის ანტირეკლამას, ცილისწამებას და შეურაცხყოფას“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ მოუწოდა დამკვირვებლებს სათანადოდ ასახონ აღნიშნული დარღვევები თავიანთ ანგარიშებში. ამასთან განაცხადა, რომ პარტია მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას, მიიღოს ყველა ზომა საარჩევნო პროცედურების დასაცავად.

„მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიიღონ ყველა ზომა შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად და ინციდენტების პრევენციისათვის.

ჩვენ ვართ პასუხისმგებლებიი არჩევნების თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარებაზე.

ასევე, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ არჩევნებს, არ დაუშვან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა და პროვოკაციები.

დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მაღალი სტანდარტით უზრუნველვყოფთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.

და ბოლოს, მოვუწოდებთ ამომრჩევლებს მაქსიმალური აქტიურობისკენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.скачать dle 12.1








0
თარიღი: 28-10-2018, 09:30
0
559

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх