საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


“სახის დამბლაა გამოწვეული ამ დაავადების გამო”

personuser access_time3-10-2018, 13:00
ვანო მერაბიშვილს გაფართოებული აქვს მარჯვენა თვალის გუგა, თვალის კაკალი არის დაპატარავებული და უკან არის გადაწეული, პრაქტიკულად, სახის დამბლაა გამოწვეული ამ დაავადების გამო – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა გამართულ პრესკონფერენციაზე.
მერაბიშვილის ოჯახი და ადვოკატები მოითხოვენ, ყოფილი შს მინისტრის კლინიკაში გადაყვანა მათთან შეთანხმებით განხორციელდეს, ასევე მკურნალობის პროცესში ოჯახს უცხოელი ექიმების ჩართვის შესაძლებლობაც მიეცეს.
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღემდე ივანე მერაბიშვილის დიაგნოზი დადგენილი არ არის. ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთი რამ, რომ ეს ადამიანი 5 ჯერ იქნა კლინიკაში გადაყვანილი, ვიცით, რომ მას აქვს ჰორნერის სინდრომი, მაგრამ რითია გამოწვეული ეს სინდრომი, დღემდე არ გვეუბნებიან. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ამასთან დაკავშირებით.
ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან არ ხდება შეთანხმება, როდესაც მერაბიშვილი გადაყავთ სამოქალაქო კლინიკებში. არ ვიცით, რა გამოკვლევები უტარდება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ როდესაც მერაბიშვილის გაყვანა მოხდება მრავალპროფილურ კლინიკებში, იყოს ოჯახის წევრებთან შეთანხმებული. ასევე, ვითხოვთ, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა ჩავრთოთ უცხოელი ექიმები და ისინი შეუშვან იმ კლინიკაში, სადაც მერაბიშვილი იქნება მოთავსებული”, — განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.
скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია