საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


,,სალომე ზურაბიშვილის პლაკატები ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა მურთაზ ზოდელავამ ჩამოხია"

personuser access_time28-10-2018, 10:43
დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პლაკატები ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა მურთაზ ზოდელავამ ჩამოხია. როგორც ფაქტის თვითმხილველი ნელი მოსია აცხადებს, შემთხვევა ზუგდიდის 76-ე უბნის ეზოში მოხდა.

მისივე თქმით, ზოდელავამ მხოლოდ ზურაბიშვილის პლაკატები ჩამოხია, არადა იქვე სხვა პრეზიდენტობის კანდიდატების პლაკატებიც იყო გაკრული.

დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია.

არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს. ეს არის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, როდესაც ამომრჩევლები პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ.

2018 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენს. არჩევნების ჩასატარებლად მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია.

скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია