სამწუხაროდ, დაშავდნენ ადამიანები იმიტომ, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ლიდერებმა პარლამენტში შტურმი განახორციელეს

სტატიის ავტორი

პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს

„მე მესმის თქვენი ემოციურობა დღეს, განსაკუთრებით 20 რიცხვში. ძალიან კარგად მესმის. ისიც კარგად მესმის, რომ ემოციურობა პირდაპირ უკავშირდება იმ აქციას, რომელიც დღეს საღამოს არის დაგეგმილი. ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრს ირჩევს პარლამენტი და ამისთვის საჭირო იყო კენჭისყრა,“- განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად, რომელიც ეხებოდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მის დანიშვნას.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გამოძიება გრძელდება და ყველა, ვინც ამ აქციის შეწყვეტის დროს ჩაიდინა გადაცდომა, პასუხისგებაში იქნება მიცემული.

„მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ამ აქციის შეწყვეტის პერიოდში დაზიანდნენ. რა თქმა უნდა ვგრძობ,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იმ აღჭურვილობით, რომელიც იმ ღამეს სამართალდამცველებს ჰქონდათ, დამიზნებით სროლა შეუძლებელია.

„სამწუხაროდ, დაშავდნენ ადამინაები იმიტომ, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ლიდერებმა პარლამენტში შტურმი განახორციელეს,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.скачать dle 12.1








0
თარიღი: 20-09-2019, 14:53
0
120

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх