"ყველა ბრძოლას მოვიგებთ თუ დარჩებით ისეთივე თავისუფლები როგორიც ახლა ხართ" - ზურაბ ჯაფარიძე მხარდამჭერებს მიმართავს

სტატიის ავტორი

პარტია „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც 28 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე 2,26%-ის (36023 ხმა) მოგროვება შეძლო და კანდიდატებს შორის მე-5 ადგილზე გავიდა, ფეისბუკზე საკუთარ ამომრჩევლებს მიმართავს:

„რამდენიმე რამის თქმა მინდა და ამით დავიწყებ:

მადლობა ყველას ვინც ხმა მიეცით გირჩს

36,000 ადამიანი ხართ ასეთი ამ ქვეყანაში

პოლიტიკური მოძრაობისთვის, რომელმაც პირველად მიიღო მონაწლიეობა არჩევნებში, რომელსაც ერთი ოფისი აქვს, რომელსაც მხოლოდ ფბ აქვს საკომუნიკაციოდ, რომელსაც არ ჰქონია არც ერთი ფასიანი სატელევიზიო რეკლამა, რომელსაც არ აქვს საკუთარი ტელევიზია, რომელიც დაპირისპირებულია ძალაუფლების ყველა წერტილთან ამ ქვეყანაში, რომელიც იცავს გამორჩეულად არაპოპულარულ იდეებს, რომელიც ჯორივით დგას პრიციპებზე რომელთა დიდი ნაწილი არათუ არ ესმის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, არამედ, პირიქით, აგრესიას იწვევს, რომელსაც საკუთარი რელიგია აქვს შექმნილი და რომელმაც ამ რელიგიური ორგანიზაციის შემოწირულობის ყუთი გატეხა არჩევნებამდე 4 დღით ადრე რომ ფბ-ზე რამდენიმე ვიდეო დაებუსტა - კარგი შედეგია

არც ერთ სხვა პარტიას არ ჰყავს თქვენნაირი გულანთებული მხარდამჭერებიскачать dle 12.1








0
თარიღი: 29-10-2018, 04:57
0
681

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх