რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი დალუქა

სტატიის ავტორი

რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ეს მან იმ პერფორმანსის გამო გააკეთა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე მოაწყო.

„მან ჩამოხსნილი ბოქლომი აჩვენა საზოგადოებას, როგორც სამხედრო ნადავლი, თითქოს დარუბანდის კარი ჩამოეხსნას. არავინ არ აპატიებს ხალხზე ძალადობას ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“. როგორადაც არ უნდა გამოიყენონ ძალა, ეს პარლამენტი არის ბოქლომდადებული, სხდომა არ გაიმართება. დაედება პარლამენტის პლენარულ სხდომას ბოქლომი. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია პლენარული სხდომის მუშაობას უცხადებს ბოიკოტს და არ დაუშვებს, რომ ივანიშვილმა და მისმა გაკოტრებულმა გუნდმა იძალადოს ხალხზე და არ მიიღოს კანონები, როგორსაც ითხოვს ხალხი.

გინდათ ბოქლომების ომი? მიიღებთ ბოქლომების ომს. ამ პარლამენტში ეს, ცხვრები ეს მაჟორიტარები, რომლებიც ახლა ივანიშვილთან შეთანხმებულ ინიციატივებს ახმოვანებენ, აქ ვერ შემოვლენ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.скачать dle 12.1








0
თარიღი: 19-11-2019, 15:54
0
154

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх