"ვიდრე ოპოზიცია დროს კარგავს, ჩვენ ვმუშაობთ" - ირაკლი კობახიძე

სტატიის ავტორი

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მმართველი პარტია გააგრძელებს საარჩევნო სამზადისს, გააგრძელოს ოპოზიციამ დროის დაკარგვა და ეს გახდება იმის საფუძველი, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე.

"ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი უფლებები და ამიტომ ძალიან თამამად ვსაუბრობთ იმაზე, რა შედეგით დასრულდება მომდევნო არჩევნები. რაც შეეხება ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის“ ოპტიმიზმს, ეს ოპტიმიზმი იყო კარგად გამოხატული გასულ დღეებში, ნახეთ, რომ მათ ვერ შეძლეს მხარდამჭერების მობილიზება, 5 000 კაცი იდგა მათ მიერ აქტივის ხარჯზე მობილიზებულ აქციაზე, შესაბამისად, ეს უჩვენებს იმ სურათს, რომელიც აუცილებლად აისახება შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში“, - განაცხადა კობახიძემ.скачать dle 12.1








0
თარიღი: 19-11-2019, 16:27
0
215

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх