საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


შეძლებს თუ არა სააკაშვილი ჩამოსვლას ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში

personuser access_time2-11-2018, 11:54
თუ გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტი გახდება და მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, შეძლებს თუ არა ექსპრეზიდენტი საქართველოში ჩამოსვლას ისე, რომ ის არ დააპატიმრონ? სააკაშვილის შეწყალება და მის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლა წინასაარჩევნოდ სპეკულაციის ერთ-ერთი თემა გახდა.

საქმე იმაშია, რომ მიხეილ სააკაშვილს 4 სს ბრალი აქვს წარდგენილი, საიდანაც ორზე გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარია, ანუ მსჯავრდებულია, ორზე კი - ჯერ ისევ გამოძიება მიმდინარეობს. ხოლო პრეზიდენტს მხოლოდ მსჯავრდებულის შეწყალება შეუძლია და არა ბრალდებულის. ამდენად, თუკი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, პროკურატურას შეუძლია ის მაინც დააკავოს მის წინააღმდე აღძრული 2 სს საქმის გამო და "მიმალვის დიდი ალბათობის" მიზეზით წინასწარი პატიმრობაც მიუსაჯოს.

იურისტ ლია მუხაშავრიას თქმით, სააკაშვილი რომ შეიწყალონ, ის საქართველოში ჩამოსვლას მაინც არ გაბედავს, ხელახალი დაკავების შიშით.

„რაკი სააკაშვილს პიროვნულად კარგად ვიცნობ, ის ვერ გაბედავს ამის გაკეთებას. ამიტომ მთელი ეს შფოთი და აყალმაყალი, რომ ვაი, ჩამოვა და ვაი, რა გვეშველება, ძალიან მშიშარა ხალხის ბოდვაა, ან იმ ადამიანების ბოდვაა, ვისაც პირადად ძალიან ეშინია საკუთარი სკამის დაკარგვის. დანარჩენ საზოგადოებას კი ნამდვილად არ უნდა ეშინოდეს," - მიიჩნევს მუხაშავრია.

მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისა და საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის თემა არჩევნების მეორე ტურის წინ ძალან გააქტიურდა. „ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ გრიგოლ ვაშაძის მთავარი მიზანი სწორედ „ძალადობრივი რეჟიმის დროინდელი დამნაშავეების" შეწყალებაა და ამიტომაც საზოგადოებამ არჩევანის გაკეთებისას ეს უნდა გაიაზროს.

საგულისხმოა, რომ თანაგუნდელების შეწყალებაზე განცხადება გრიგოლ ვაშაძემ „იმედის" ეთერში გააკეთა და სწორედ ამის შემდეგ ატყდა ეს ხმაურიც.

საზოგადოების ნაწილში შეწყალების თემის გამო გამოწვეული დიდი უკმაყოფილების შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ უარყო უპირობოდ „ნაცმოძრაობის" წევრების მასობრივი შეწყალება და თქვა, რომ ჯერ კარგად შეისწავლის საქმეებს, იმას დანაშაული რამდენად დასაბუთებული იყო და ხომ არ იყო პოლიტიკური მოტივი და მხოლოდ შემდეგ გადაწყვეტს ვინმეს შეწყალებას. ასევე მიხეილ სააკაშვილი და პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაია შეეცადნენ მათ შეწყალებასთან დაკავშირებული უკმაყოფილების გაქარწყლებას. ახალაიამ ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც წერს, რომ გრიგოლ ვაშაძის შეწყალება არ სჭირდება, მას 2 წელი აქვს დარჩენილი და სადაც 7 წელი მოიხადა სასჯელი 2 წელსაც მოიხდის, ამიტომაც ის შეწყალების თხოვნით არავის მიმართავს. მიხეილ სააკაშვილმა კი განაცხადა, რომ მას შესაწყალებელი არაფერი აქვს. თუმცა კითხვა მაინც რჩება - შეწყალების შემთხვევაში რას იზამს მიხეილ სააკაშვილი - შეძლებს თუ არა ის საქართველოში ჩამოსვლას.

იურისტების ამბობენ, რომ თუკი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, პროკურატურას მისი დაკავება შეეძლება და დიდი ალბათობით დააკავებს კიდეც.

იურისტი ლია მუხაშავრიას თქმით, უკვე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებზე შეწყალება შესაძლებელია.

„დაუსწრებელი განაჩენი არ შედის ძალაში, ვიდრე არ მოხდება იმ პირის დაპატიმრება, ვის მიმართაც არის გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი, ამის შემდეგ კი პრეზიდენტს აქვს შეიწყალოს ნებისმიერი პატიმარი, მას ვერავინ ვერ შეზღუდავს. ამიტომ, თუ ვაშაძე გახდა პრეზიდენტი, მას შეწყალების უფლება ექნება," - ამბობს მუხაშავრია.

თუმცა მისივე თქმით, აქ ერთი სირთულეა, მაგალითად ის, რომ თუკი შეწყალების შემდეგ პროკურატურა მაინც დააპატიმრებს სააკაშვილს დანარჩენი 2 წარდგენილი ბრალის გამო, რაზეც პრეზიდენტის შეწყალება არ ვრცელდება, ეს სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნაზე ეჭვებს დასავლეთში უფრო გააძლიერებს და ხელისუფლებისთვის პრობლემა იქნება.

„სააკაშვილის მიმართ 2 საქმეზე არის გამამტყუნებელი დაუსწრებელი განაჩენი, ორზე კი - არ არის. პროკურატურას შეუძლია ასეთივე წარმატებით კიდევ 20 სს საქმე აღძრას მომავალში, მაგრამ თუ პროკურატურა ჯერ დაუსრულებელი ბრალდების საქმეებზე დააპატიმრებს სააკაშვილს, ეს არის ის საკითხი, რამდენად მამაცია დღევანდელი ხელისუფლება და რამდენად ყოჩაღია მისი მთავარი პროკურორი. რა თქმა უნდა, პროკურატურა იტყვის, რომ რადგანაც სააკაშვილი ემალებოდა მართლმსაჯულებას, ამიტომ მისი წინასწარ პატიმრობაში ყოფნა აუცილებელია, რომ ისევ არ მიიმალოს, მაგრამ სამართალწარმოება და დევნის ამგვარად განხორციელება დასავლეთში ჩაითვლება სწორედ პოლიტიკური ნიშნით დევნად. ამიტომაც არის, რომ წითელი ცირკულარით აღარ ეძებენ ზურაბ ადეიშვილს, დათა ახალაიას და სხვებს, რომლებიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ დამნაშავეები არიან და ციხეში უნდა ისხდნენ. ამიტომ, თუ პრეზიდენტი შეიწყალებს სააკაშვილს, მას მიეცემა უფლება ჩამოვიდეს, ამის შემდეგ კი კვლავ დააპატიმრებენ, ის ნამდვილად ჩაითვლება პოლიტპატიმრად და ეს სააკაშვილს, რასაკვირველია ხელს აძლევს. ამიტომ ამის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ მე მინდა სხვ არამ ვთქვა, არა როგორც იურისტმა, არამედ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ. სააკაშვილი, იმი გამო, რომ არანაირი არჩევითი მაღალი თანამდებობის პირი არ არის, არ მგონია, რომ მ ისი საქართველოში ჩამოსვლა ვინმესთვის საფრთხეს წარმოადგენდეს. ხოლო თუ პროკურატურას შეუძლია „მაგარია" 6 წელი რატომ მოუნდნენ ამ საქმეების შეთითხვნას და რატომ არ მიიყვანეს ყველა საქმე ბოლომდე?!" - აღნიშნავს მუხაშავრია.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილს 2 სისხლის სამართლის საქმეზე უკვე მსჯავრდებულია. პირველი იყო იანვარში, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებული პირების შეწყალების საქმე და სააკაშვილს 3 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა. მეორე იყო იმდროინდელი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმე, სააკაშვილს ამ საქმეზე 6 წელი აქვს დაუსწრებლად მისჯილი.

გარდა ამისა, სააკაშვილს ბრალდებულია კიდევ 2 საქმეზე. ერთია 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია „იმედის" დარბევის საქმე და ასევეა ე.წ. პიჯაკების საქმე, სადაც გამოძიება სააკაშვილს ბიუჯეტიდან 9-მილიონამდე ლარის არასწორ ხარჯვას ედავება.

წყარო: resonancedaily.comскачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია