საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


გიორგი ბახტაძე - სოციალურად დაუცველი ბავშვები ხუთჯერ მეტ დახმარებას მიიღებენ

personuser access_time2-11-2018, 14:50


საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ხუთჯერ გაიზრდება იმ ოჯახების სოციალური დახმარების რაოდენობა, სადაც 16 წლამდე ბავშვები ცხოვრობენ: "სოციალურად დაუცველი ოჯახები, სადაც ეს ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ ხუთჯერ მეტ დახმარებას. დახმარება იქნება 50 ლარამდე. შესაბამისად, აღნიშნული ინიციატივა შეეხება 140 000 ბავშვს. ამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბავშვები იყვნენ დაცული ჩვენს საზოგადოებაში. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ ეს ინიციატივა შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის კანცელარიაში მიმდინარე ბრიფინგზე. მისი სიტყვებით, 50 ლარიან დახმარებას მიიღებს თითოეული ბავშვი და ამ ინიციატივას საარჩევნო პერიოდთან კავშირი არ აქვს.скачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია