პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე აშშ-ს ადმინისტრაციის ინიციატივაზე- საქართველოსთვის აუცილებელია ამერიკული დახმარების მიღება

სტატიის ავტორი

„უკრაინის და საქათველოს გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური და გეოსტრატეგიული მდებარეობა იძლევა იმის საუძველს, რომ ამერიკამ აღნიშნული ქვეყნებისთვის დახმარება გაზარდოს „- ასე შეაფასა „დიანიუსთან“ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ ტრამპის ადმინისტრაციის ინიციატივა ნატოს კოლექტიურ ბიუჯეტში ამერიკის შეერთებული შტატების კონტრიბუციის მნიშვნელოვნად შემცირების და დანაზოგი თანხის საქათველოსა და უკრაინისთვის მოხმარების საკითხი.

ჩიტაძის თქმით, აშშ-ს გადაწყვეტილება ლოგიკურია, რადგან საქართველოში და 2014 წლიდან უკრაინაშიც პროამერიკული განწყობები საკმაოდ მაღალია.
გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატები გასული საუკუნის ბოლო პერიოდიდან საქართველოს მხარს ღიად უჭერს.
„ჩვენ ვიცით, რომ საქათველოსა და უკრაინაში საკმაოდ მაღალი პროამერიკული განწყობებია. უკრაინაში აღნიშნული გაიზარდა 2014 წლის შემდეგ, როცა რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია მოახდინა. შესაბამისად, შემცირდა პრორუსულად განწყობილი ადამიანების რიცხვი.
უკრაინის და საქართველოს გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული და გეოუკონომიკური მდებარეობა იძლევა იმის საფუძველს, რომ ამერიკამ გაზარდოს გარკვეული დახმარება ამ ორი ქვეყნისადმი.
საერთო ჯამში მინდა გითხრათ, რომ ამერიკა ისედაც ღიად ეხმარებოდა საქართველოს. 92 წლის მერე, რაც დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა ამ ორ ქვეყანას შორის, დახმარებების მოცულობამ სხვადასხვა განტების სახით 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა“,- განუმარტა პოლიტოლოგმა „დიანიუსს“.

კითხვაზე გამოიწვევს თუ არა აშშ-ს ეს ბანიჯი რუსეთის გაღიზიანებას, ან შეიძლება თუ არა ამას რუსეთის მხრიდან რაიმე ხისტი ნაბიჯი მოყვეს, ჩიტაძემ განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოთი ისედაც გაღიზიანებულია და მისთვის საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლო მიუღებელია.
„შეიძლება ამან რუსეთის გაღიზიანება გამოიწვიოს, მაგრამ რუსეთი ისედაც გაღიზიანებულია, რადგან მისთვის მიუღებელია საქართველოს და უკაინის დამოუკიდებლობა საერთოდ მიუღებელია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია რუსეთი ყოველთვის იქნება საქართველოთი უკმაყოფილო.რუსეთი უკლმაყოფილი იყო მაშინაც, როცა საქართველო გასული საუკუნის ბოლო პერიოდში პრორუსულ კურსს ატარებდა.
ამიტომ აუცილებელია ამერიკული დახმარებების მიღება საქართველოსთვის“,- აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.

შეგახსენებთ, CNN-ის ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ნატოს კოლექტიურ ბიუჯეტში ამერიკის შეერთებული შტატების კონტრიბუციის მნიშვნელოვნად შემცირებას და დაზოგილი თანხით საქართველოსა და უკრაინის დახმარებას გეგმავს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх