საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეზე

სტატიის ავტორი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საპატრიარქოს მხრიდან დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეზე შუამდგომლობასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მიიჩნევს საჭიროდ განმარტოს: ადმინისტრაცია ხელახლა ადასტურებს, რომ შეწყალებასთან დაკავშრებული შუამდგომლობა საქართველოს საპატრიარქოდან მიმდინარე წლის 8 ნოემბერს მიიღო.
აქვე, ადმინისტრაცია აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებული ყველანაირი სპეკულაცია, თითქოს საქართველოს პრეზიდენტზე სხვადასხვა მიმართულებით ზეწოლა მიმდინარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება. მსჯავრდებულთა საქმეების განხილვა მიმდინარეობს შეწყალების ახალი წესის შესაბამისად", -ნათქვამია განცხადებაში.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх