დავით ზალკალიანი - 2019 წელი მართლაც უპრეცედენტო იყო საქართველო-ნატოს ურთიერთობებში

სტატიის ავტორი


"2019 წელი მართლაც უპრეცედენტო იყო საქართველო-ნატოს ურთიერთობებში" _ ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლონდონში განაცხადა, სადაც ის NATO Engages: Innovating the Alliance - ღონისძიებაში მონაწილეობს.

მისივე განმარტებით საქართველო ნატოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანაა და ჩვენ ყველაზე წინ წასული ასპირანტი ქვეყანა ვართ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო, როგორც პარტნიორი ქვეყანა, იმყოფება ლიდერების შეხვედრაზე ლონდონში. ეს არის ხაზგასმა ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობისა ნატოსთან და იმ პროგრესისა, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოში ინტეგრაციის გზაზე.

2019 წელი მართლაც უპრეცედენტო იყო საქართველო-ნატოს ურთიერთობებში. არასდროს ასეთ მაღალ ნიშნულზე ჩვენი ურთიერთობა არ ყოფილა. მე მინდა რამდენიმე ძირითადი მიმართულება შეგახსენოთ. თუნდაც თავდაცვის კომიტეტის და ნატო-საქართველოს კომისიის, საბჭოს ვიზიტი საქართველოში. ასევე, ის წვრთნები, რომელიც ნატოს ეგიდით ჩატარდა მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო ნატოს დღის წესრიგში არის საკმაოდ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პრიორიტეტებში.
ჩვენ ვართ ყველაზე წინ წასული ასპირანტი ქვეყანა. ეს არის ასახული ნატოს შესაბამის გადაწყვეტილებებში, შესაბამის განცხადებებში"-აღნიშნა ზალკალიანმა.скачать dle 12.1








0
თარიღი: 3-12-2019, 23:10
0
102

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх