არჩილ თალაკვაძე - ე.წ გერმანული მოდელი საქართველოს კონსიტუციასთან თავსებადი არ არის

სტატიის ავტორი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ოპოზიციასა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავსირებულ შეხვედრებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ე.წ გერმანული მოდელი საქართველოს კონსიტუციასთან თავსებადი არ არის.

მისივე თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის დონეზე რაიმე ცვლილებაზე საუბარი ოპოზიციის მცდელობაა, რომ თავიანთ მხარდამჭერებთან სახე შეინარჩუნონ.

„შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ელჩები , რომელსაც ესწრბოდა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია და ასევე ვენეციის კომისია კარგად გამოჩნდა , რომ ე.წ გერმანული მოდელი არ არის თავსებადი და არ არის შესაბამისობაში საქართველოს კონსიტუციასთან.
შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ საკანონმდებლო დონეზე ანუ საარჩევნო კანონმდებლობისა და კოდექსის დონეზე აქ რაიმე ცვლილებების გაკეთბა არის შესაძლებელი, ჩემი აზრით, არის ოპოზიციის ამ ნაწილის მცდელობა, რომ თავიანთ მხარდამჭერებთან, ვინც გამოიყვანეს და ქუჩაში დააყენეს, იმ ადამიანებთან გარკვეულწილად სახე შეინარჩუნონ“, _ განაცხადა აჩილ თალაკვაძემ.скачать dle 12.1








0
თარიღი: 4-12-2019, 14:52
0
108

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх