დმანისში ჩასულ ალეკო ელისაშვილს მისასალმებელი ბანერები დახვდა

სტატიის ავტორი

წალკისა და დმანისის მაჟორიტარ დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა დმანიში ჩასულ ალეკო ელისაშვილს ბანერები დაახვედრა.
ელისაშვილი ადგილზე კამპანიის "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები" ფარგლებში თანამოაზრეებთან ერთად ჩავიდა.



„კეთილი იყოს ოპოზიციის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში“ - ეწერა ბანერზე რომელიც მათ დმანისის შესასვლელთან დახვდათ.
თავად ელისაშვილის ინფორმაციით უკვე აგილზე ჩსულებს შენობებზე პერსონალური მისალმების პლაკატებიც დახვდათ გაკრული.



„აბსოლუტრუად სხვა დრამატურგია შემოგვთავაზეს დმანისში, სადაც კამპანიის "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები" ფარგლებში ჩავედით.
ქალაქის შემოსასვლელში დაგვხვდა უზარმაზარი ბანერი ოპოზიციისადმი მისალმების.
შენობებზე გაკრული იყო პერსონალური მისალმების პლაკატები.

კახა ოქრიაშვილს აქვს ძალიან გამძაფრებული პოლიტიკური ინსტინქტები და როგორც ჩანს, იგრძნო საიდან ქრის ძლიერი ქარი და დაიწყო ჩვენთან და ოპოზიციასთან ხიდების აშენება.

მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვართ იმ პოზიციაზე, რომ ჩვენთვის მიუღებელია ის შერეული სიტემა, რომელიც ანგრევს ქვეყანას და აღატაკებს. აგერ მთელი დმანისიც დაცლილი ხალხისგან.

5 ადამიანი თუ დადის ამხელა რაიონში იმ დროს, როდესაც ოქრიაშვილი მულტიმილიონერია და 112 მილიონი ლარის ტენდერები აქვს მოგებული ბოლო 6 წელში.
ჩვენ მტკიცედ ვართ იმ პოზიციაზე, რომ ფეოდალი მაჟორიტარებისგან უნდა გაიწმინდოს ეს ქვეყანა და ჩვენ კამპანიას "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები" სხვა რეგიონებშიც განვაგრძობთ“ _ ასე ეხმაურება სოციალური ქსელით ალეკო ელისაშვილი მომხდარს.

შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილმა მაჟორიტარი დეპუტატების მხილების კამპანია დაიწყო სახელწოდებით „ ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“, რომლის ფარგლებშიც 7 დეკემბერს წალკისა და დმანისის მაჟორიტარ დეპუტატს, კახა ოქრიაშვილის წინააღმდეგ აქცია იყო დაანონსებული.

скачать dle 12.1








0
თარიღი: 7-12-2019, 14:44
0
281

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх