პრეზიდენტი - ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება

სტატიის ავტორი

„ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის ეკონომიური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი“, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართული ენისა და კულტურის დაცვასთან დაკავშირებით კომენტარისას განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა საქართველოში კულტურისა და მეცნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული საქართველოსთვის საუნჯესა და ძლიერ იარაღს წარმოადგენს.

„სწორედ იმიტომ, რომ დღეს გლობალიზაციის პერიოდში ვართ არ შეიძლება, რომ ჩვენ დავიკარგოთ.
გვაქვს ძალიან დიდი კულტურული და მეცნიერული საუნჯე, რომელიც არამხოლოდ უნდა დავიცვათ, არამედ უნდა გავაძლიეროთ და უნდა გავიტანოთ.

ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის ეკონომიური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა.

ვართ ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ. არამხოლოდ დღევანდელი დღით, არამედ თავისი წარულით არქეოლოგიით, თავისი რელიგიით, თავისი ძირებით და თავისი მომავლით.
რაც მთავარია ყველაფერი იმით უნდა დაიწყოს, რომ ჩვენ ჩვენი თავის დავიჯეროთ, გვჯეროდეს, რომ გვაქვს მთელი ეს შესაძლებლობები“ _ აღნიშნა ზურაბიშვილმა.скачать dle 12.1








0
თარიღი: 10-12-2019, 19:32
0
201

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх