კახა კალაძე ღონისძიებას აანონსებს

სტატიის ავტორი

"მობრძანდით, რათა ერთად დავუჭიროთ მხარი საქართველოს გზას ევროპისკენ" - განაცხადა კახა კალაძემ დღეს "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სადაც მთავარი თემა 14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილი ღონისძიება იყო.

კალაძის თქმით, 14-ში შეიკრიბებიან ის ადამიანები, ვისაც აინტერესებთ ქვეყნის ევროპული მომავალი. მან მოუწოდა მოსახლეობას თბილისში ჩამოსვლისკენ. აღსანიშნავია ისიც, რომ „ქართული ოცნება“ მთლიანად დაფარავს რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანების მგზავრობის ხარჯებს.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, აღნიშნული ღონისძიება „ქართლი ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ინიციატივა იყო, თუმცა დღეს უკვე ის გასცდა ახალგაზრდებს და უფრო დიდ მასშტაბზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ღონისძიება რამდეინმე დღის წინ დაანონსდა. скачать dle 12.1








0
თარიღი: 11-12-2019, 18:58
0
169

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх