საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


"საგანგებო სიტუაციების სამსახურის შსს-ში დაბრუნების მიზანი შემთხვევების ეფექტური მართვაა" - ნათია მეზვრიშვილი

personuser access_time8-11-2018, 22:47
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნებაზე კომენტირებისას ხაზი გაუსვა, რომ ცვლილება მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში ხორციელდება.

,,საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგებლობაში საქვეუწყებო დაწესებულების სახით. ცვლილების მიზანია, საგანგებო სიტუაციების მართვა მოხდეს უფრო ეფექტურად. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს შესაბამისი ტექნიკური ბაზა, რომლის გამოყენებაც, მათ შორის საგანგებო სიტუაციების დროს ხდებოდა. კანონპროექტი პროცესების უფრო ეფექტიანად წარმართვასა და ბიუროკრატიის მინიმუმამდე დაყვანას ემსახურება“ - განაცხადა მეზვრიშვილმა.скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია