რუსეთს აუცილებლად მოუწევს ოკუპაციაზე უარის თქმა-თალაკვაძე

სტატიის ავტორი

„ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკა დეოკუპაციასთან დაკავშირებით. ეს არის მშვიდობიანი გადაწყვეტილებები და პროგრამა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები ადამიანების მიმართ ყველა იმ მიღწევის და შესაძლებლობის გაზიარებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს”,- ასე ეხმაურება არჩილ თალაკვაძე საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ჩორჩანაში უკანონო ინსტალაციების აღმართვას.

თალაკვაძის თქმით, ხელისუფლების ამოცანაა ნებისმიერი მსგავსი ინციდენტისას უსაფრთხოების ზომების შენარჩუნება.
„საქართველო დღეს უფრო მეტად არის ინტეგრირებული ევროპის ეკონომიკაში და არაერთი სასიკეთო რეფორმა ხორციელდება ყოველდღიურად.
ჩვენ აღვადგენთ ურთიერთობებს, აღვადგენთ ხიდებს აფხაზებთან, ოსებთან, საქართველო გაერთიანდება და ჩვენი თანამოქალაქეები და ადამიანები, ვინც ამ რეგიონში ცხოვრობენ, მიიღებენ ყველა იმ სიკეთეს, რომელიც აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს.
ჩვენი ამოცანა არის, რომ ნებისმიერ ინციდენტზე საქართველომ შეინარჩუნოს უსაფრთხოება, მშვიდობა; გავაკეთოთ მაქსიმალური მობილიზაცია საერთაშორისო საზოგადოების და მივიღოთ ყველა ზომა, რომელიც შესაძლებელია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებით. საქართველო არანაირ პროვოკაციაში არ შევა და ასევე, არავითარ დათმობაზე არ წავა ქვეყნის ინტერესების ხარჯზე“,-აღნიშნა თალაკვაძემ.
скачать dle 12.1








0
თარიღი: 14-01-2020, 14:59
0
258

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх