გორის მერი ოპოზიციას სამშობლოს მტრებს უწოდებს

სტატიის ავტორი

გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თანზარაშვილი „დიანიუსთან“ საუბრისად ოპოზიციის წარმომადგენლებს სამშობლოს მოღალატეებს უწოდებს.
„ოპოზიციას ჩვენი წარმატება არ უხარია და პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ ოპოზიცია აღარ გვყავს, ჩვენ გვყავს სამშობლოს მტრები- პირდაპირ გეტყვით“,- განუცხადა „დიანიუსს“ თავზარაშვილმა.


აღმოჩნდა, რომ კონსტანტინე თავზარაშვილის აზრს სრულიად იზიარებს „ქართული ოცნების“ გუნდის წარმომადგენელი გორში, მიშა გოგინაშვილი.
თავზარაშვილის მსგავსად, ისიც მიიჩნევს, რომ ოპოზიცია სამშობლოს მოღალატეა.

„რა თქმა უნდა, მოღალატეები არიან. ხომ ხედავთ, რაზე მიდიან, ახლა „შავი სიების“ შედგენა დაიწყეს, ფაშისტურ კომუნისტური რაღაცეები დაემართათ.
ყველა საკითხის ჩაგდებას, გადატრიალებას და რევოლუციების მოწყობას აპირებენ. ამ პერიოდში კი, ასეთი დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ, რომელიც რთულ პერიოდშია და რთულ გეოსტრატეგიულ მდგომარეობაში იმყოფება, ღალატის ტოლფასია“,- განაცხადა მიშა გოგინაშვილმა.
скачать dle 12.1








0
თარიღი: 23-01-2020, 12:08
0
131

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх