„ნამუსი რომ ჰქონდეს დაუყოვნებლივ დატოვებდა თანამდებობას“- ოპოზიციის პასუხი გორის მერს

სტატიის ავტორი

ოპოზიციის წარმომადგენლები გორის მერს „დიანიუსთან“
გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდას თხოვენ.


„ნაციონალური მოძრაობის’ წარმომადგენელი ბექა ქორჩილავა აცხადებს, რომ თავზარაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა.

„ მხოლოდ იუმორით შემიძლაია შევხედო ბატონი კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებას. მისთვის, რა თქმა უნდა, მოღალატეები ვიქნებით, მაგრამ ადამიანი, რომელიც საკუთარ სახელმწიფოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს, საერთოდ სირცხვილით როგორ საუბრობს.

ნამუსი რომ ჰქონდეს ამ ადამიანს [კონსტანტინე თავზარაშვილს] მინიმუმ ის ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას, რომ დაუყოვნებლივ დატოვოს თანანმდებობა“,-აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გორში, ბექა ქორჩილავა.


გორის მერის მიერ ოპოზიციის მისამართით გაკეთებულმა განცხადებებმა საკრებულოს დამოუკიდებელი წევრის, ირმა ამბარდნიშვილის უკმაყოფილებაც გამოიწვია.
ის კონსტანტინე თავზარაშვილს მეტი კორექტულობისკენ მოუწოდებს.

„სჯობდა, ბატონ კონსტანტინეს მოღალატეობის ასპექტში ჩაკითხოდით. მე არ ვთვლი, რომ სამშობლოს მოღალატე ვარ“,- აცხადებს ირმა ამბარდნიშვილი.


კოლეგების აზრს იზიარებს „ ლელო საქართველოსთვის“ წევრი პაპუნა კობერიძე.

„ საერთოდ ნებისმიერი თანანმდებობის პირი უნდა მოერიდოს ესეთი განცხადებების გაკეთებას. როდესაც ვინმეს მტრად აცხადებ არ არის ლამაზი, მე ვურჩევ, რომ ასეთი განცხადებებისგან თავი შეიკავონ“,- განაცხადა პაპუნა კობერიძემ.

შეგახსებეთ, გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს სამშობლოს მოღალატეები უწოდა.
скачать dle 12.1








0
თარიღი: 23-01-2020, 13:01
1
233

მსგავსი ამბები


კომენტარი (1)

avatar
0
#1 cialis 20mg
probably secretary [url=http://www.cialisles.com/#]cialis 20mg[/url] alone resource alone analyst cialis 20 mg best price constantly tongue cialis 20mg deeply opportunity

კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх