უგულავას საქმეს გამოძიება არ ჭირდება- ზურაბ ჯაფარიძე

სტატიის ავტორი

პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გიგი უგულავას დაპატიმრებას გამოეხმაურა.

ჯაფარიძის თქმით, უგულავას საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს და გამოძიება არ სჭირდება.

„არ ვიცი, ვისი ინიციატივაა მისიის ჩამოსვლა, თუმცა არ მგონია, უგულავას ამ კონკრეტულ საქმეს ახლა რამე გამოძიება სჭირდებოდეს, იმდენად თეთრი ძაფით არის ნაკერი ყველაფერი, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და ეს ადამიანი ამ წუთში არის პოლიტიკური პატიმარი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა წარმოდგენა აქვს უგულავაზე, რა უკეთებია უგულავას თუნდაც წარსულში. ახლა, ამ წუთას ეს ადამიანი პოლიტიკურად არის დაკავებული, ამას გამოძიება არ სჭირდება“- განაცხადა ჯაფარიძემ.скачать dle 12.1








0
თარიღი: 13-02-2020, 16:34
0
128

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх