ძალიან მინდა " ქართული ოცნება" გამოფხიზლდეს- ნინო ბურჯანაძე

სტატიის ავტორი

ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ​ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ჩავარდნის საკითხს გამოეხმაურა.

ბურჯანაძის თქმით, ევროპელმა კოლეგებმა იციან, რეალურად რა ხდება საქართველოში, ამიტომაც რეზულუციის ჩავარდნა მოსალოდნელი იყო.

„ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან საქართველოში არსებული ვითარება. ბუნებრივია, ისინი არ დაუჭერდნენ მხარს ისეთ რეზოლუციას, რომელიც უნდოდა „ქართულ ოცნებას“, თითქოს აქ არაფერი არ ხდება და დემოკრატია ყვავის. ბუნებრივია, რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა, რადგან მსგავსი რამ არ მახსოვს საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი დღიდან. ეს არის კრახი „ქართული ოცნების“. თუ ასე გააგრძელეს და გონს არ მოვიდნენ, შეიძლება, მოჰყვეს ასოცირების ხელშეკრულების შეჩერება და ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა.„ქართული ოცნება“ მიდის კატასტროფის გზით, ძალიან მინდა, რომ გამოფხიზლდნენ და ჩვენი მეგობრების რეაქციაც არის შესაბამისი. ისინი ყველანაირად ცდილობენ, გონს მოიყვანონ ჩვენი ხელისუფლება, მაგრამ თუ ხელისუფლებას უნდა, რომ უფსკრულში გადაიჩეხოს, ქვეყანას მას ვერ გადავაყოლებთ“ ,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
скачать dle 12.1








0
თარიღი: 14-02-2020, 15:15
0
146

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх