საკადრო ცვლილებები განათლების სამინისტროში - ბატიაშვილის მოადგილის და გამოცდების ცენტრის დირექტორის ვინაობა ცნობილია

სტატიის ავტორი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ცვლილებებთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა.
ბატიაშვილის განცხადებიტ, განათლების მინისტრის მოადგილედ ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი დანიშნა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორად ზვიად გაბისონია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად კი ბერიკა შუკაკიძე.
ამასთან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნა გიორგი ვაშაკიძე, ხოლო შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორად სოფიო გორგოძე.
скачать dle 12.1








0
თარიღი: 4-10-2018, 14:30
0
500

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх