საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ლევან ყიფიანმა თავდაყირა დააყენა ყველა ვერსია – საპარლამენტო უმრავლესობა გამოძიებას ითხოვს

personuser access_time4-10-2018, 17:15
ლევან ყიფიანმა თავდაყირა დააყენა ყველა ვერსია – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია. მისი თქმით, ახლა უფრო ნათელია, რომ საჭიროა დროულად ჩატარდეს გამოძიება.

„როდესაც ლევან ყიფიანი თავდაყირა აყენებს ყველა იმ ვერსიას, რაც აქვს ზაზა ოქუაშვილსა და ყველა იმ ვერსიას, რაც აქვს აქამდე გაცხადებული პოლიტიკურ ძალას „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა უფრო საჭირო ხდება ამის გამოძიება,“-აცხადებს ბესელია.


საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ ლევან ყიფიანი „დიდ გაუგებრობაშია“ მოყოლილი და თავად უნდა ჩამოყალიბდეს.


„ჯერ თვითონ უნდა ჩამოყალიბდეს შეშინებულია, დამნაშავეა, რაღაცა ავანტურაში იღებდა მონაწილეობას, დანაშაულის შესრულებაში თუ ვიღაცის მხრიდან კორუფციულ გარიგებაში იღებდა მონაწილეობას. ჩემთვის მისი ემოციური მდგომარეობა არაფრის განმსაზღვრელია,“-ამბობს გედევან ფოფხაძე.
скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია