საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

26 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გორში გიმასპინძლებთ!

access_time23-05-2019, 15:24 chat_bubble_outline35

🔹 იუსტიციის სამინისტროს წელს აქვს პატივი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება შიდა ქართლის მოსახლეობისთვის გამართოს.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრები შეძლებენ ⤵

🔹 ესტუმრონ ვიზალიბერალიზაციის უზარმაზარ პავილიონს, სადაც გაიზიარებენ ცოდნას ვიზალიბერალიზაციით სწორად სარგებლობის შესახებ, კერძოდ: გაიარონ „საპასპორტო კონტროლი“, „ჩასხდნენ თვითმფრინავში“, „დაელოდონ ბარგს“, თავად შეარჩიონ მოგზაურობისთვის სასურველი ქალაქი ევროპის რუკაზე; ისარგებლონ მემოგრამით და „გადაიღონ“ ფოტო საყვარელი ქალაქის ფონზე (მაგ.: პარიზი, რომი, პრაღა და სხვა);
🔹 მოედანზე განთავსებული საინფორმაციო სტენდების საშუალებით გაიზიარონ ცოდნა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებზე, საინტერესო ფაქტებსა და ქალაქ გორის ღირსშესანიშნაობებზე;
🔹 ესტუმრონ საუკუნისწინანდელ არტკაფე „მანდილოსანს“ და გაიზიარონ ცოდნა ქალთა უფლებებზე, წარმატებულ ქართველ ქალებზე და ა.შ.
🔹 იხილონ ადგილობრივი ხელოვანების, მხატვრების, მოქანდაკეების ნამუშევრები და სურვილის შემთხვევაში შეიძინონ კიდეც;
🔹 ესტუმრონ ღია კინოთეატრს და შეარჩიონ სასურველი სეანსი მთელი დღის განმავლობაში; კერძოდ: იხილონ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ აღდგენილი ანიმაციური ფილმები, ეროვნული არქივის მდიდარი საარქივო კინოდოკუმენტები;
🔹 დამოუკიდებლობის დღის ყველაზე პატარა მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მთელი დღის განმავლობაში ისარგებლონ ბავშვების გასართობი სივრცითა და მრავალფეროვანი პროგრამით;
🔹 გორის მთავარ მოედანზე გელით, ასევე, ადგილობრივთა ნახელავი: ხელნაკეთი ნივთებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.

მაშ, ასე: 26 მაისს შევხვდებით გორში.
🇬🇪 ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

პრეზიდენტი არ არის ხატი, დაკიდეთ კაბინეტებში შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში

access_time20-05-2019, 15:18 chat_bubble_outline35

„მინდა, რომ თქვენს კაბინეტებში არ იყოს ჩემი პორტრეტები, რადგან პრეზიდენტი არ არის ხატი, არ არის კერპი, არ არის პორტრეტი. დაკიდეთ იქ თქვენი შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საინაუგურაციო სიტყვის დროს განაცხადა. ვლადიმირ ზელენსკი უკრაინის მეექვსე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტის ფიცი უკვე დადო.
უმაღლეს რადაში უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ასევე უნგრეთისა და ბალტიის ქვეყნების პრეზიდენტები.
41 წლის მსახიობი და შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი უკრაინის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა.

"ნაცებო დამარცხდით! ზუგდიდი 2019"

access_time20-05-2019, 14:45 chat_bubble_outline35

"ნაცებო დამარცხდით! ზუგდიდი 2019
აბა ახლა კარგად დაფიქრდით გამონათქვამზე "ძაღლი შინ არ ვარგოდა სანადიროდ გარბოდა" სამ გორელს ეკუთვნის თუ 500-სს?"
ასეთი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს სოციალური ქსელის პირად გვერდზე ფრაქცია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო"-ს გორის ორგანიზაციის წარმომადგენელი მიხეილ გოგინაშვილი