ორმოცი დღე - ცხოვრება ტკივილით, ცრემლით, მონატრებით, სიზმრებით, ნახატებით, წერილებით, მოფერებით, მოგონებებით...! ნანიკო ბერიაშვილის მასწავლებლის ემოციური წერილი სოციალურ ქსელში

სტატიის ავტორი

გორში, სასტიკად მოკლული 9 წლის გოგონას, ნანიკო ბერიაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. ეს თარიღი მძიმეა, მისი ოჯახისთვის და კლასის დამრიგებლისთვის. ცირა ხუბულურმა, სასტიკად მოკლული მოსწავლეს შესახებ წერილი, სოციალურ ქსელში დაწერა.

მან ასევე გააჟღერა, რომ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ბერიაშვილების ოჯახი, პატარა ნანიკოს სახელზე სამლოცველო ნიშს აშენებს.


“ორმოცი დღე! ცხოვრება - ტკივილით, სევდით, ცრემლით, მწუხარებით, მონატრებით, სიზმრებით, ნახატებით, წერილებით, მოფერებით, მოგონებებით, წარსულით თუ აწმყოთი...

როგორ გამოვხატო, რით დავიწყო, ვერ ვძებნი ადგილს. მიჭირს, ჩვენი “ თვალებციმციმა", სიცოცხლით, სიყვარულით და სიხარულით გულანთებული გოგონას ნანიკოს - დაკარგვით გამოწვეული სევდის, სიტყვებით გადმოცემა. რაც შიგნით ხდება, ეს ღმერთმა აშოროს ყველას! მაგრამ, ვინც იცნობდა ნანას, შეუძლებელია ვინმემ დაივიწყოს მისი უმანკოება, თავდაჯერებულობა, ნიჭი, სიკეთე, სიყვარული, ყველა ადამიანური თვისებები თავმოყრილი იყო ამ ლამაზ სულში! ნანიკო ყოველთვის ჩვენს გვერდითაა, გვიყურებს და გვლოცავს! ლოცულობს ყველასთვის!

და ამდენი თავმოყრა ასეთი თვისებების, ამ ბავშვში და საპირისპიროდ გაუგონარი სისასტიკის, არაადამიანური ქმედების, სატანის, რა დავარქვა არ ვიცი... მეზიზღები! გარეწარო!

როგორ ცხოვრობდა ადამიანების გვერდით, როგორ დავუშვით ხალხო შეცდომა, მთელმა ქალაქმა, ასეთი წარსულის მქონეს, ესუნთქა ჩვენი ჰაერი, ესარგებლა ჩვენი წყლით, მზით! და ვინ იცის კიდევ მისი თქმით რამდენია ასეთი?! ღმერთო მაღალო! შენ გაეცი პასუხი მას და მისნაირებს, ასეთი არაადამიანური ქმედებებისთვის! ჩვენ კი, მეტი გაფრთხილება გვმართებს! გამოვიკითხოთ, ვისი შვილია, რას წარმოადგენს, რა წარსული აქვს, თორემ ხომ ხედავთ თურმე ასეთებიც ხდება, ჩვენ კი არასდროს გვსმენია და არც მოგვასმენინოს ღმერთმა, კიდევ ასეთი ამბავი!

ვაი სირცხვილო!

მაპატიეთ! ვწუხვარ ძალიან!

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო შს მინისტრს და მის მოადგილეს, ოპერატიული გამოძიებისთვის!

დიდი მადლობა მე-5 საჯარო სკოლის დირექტორს, ზურა ქარელს, პედქოლექტივს ჩვენი მწუხარების გაზიარებისთვის, ზრუნვისთვის!

დიდი მადლობა მშობლებს!

არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო, წმინდა წყალის დასახლებაში მცხოვრებ, იმ ახალგაზრდობას, ვისაც, იმ ავად სახსენებელ დღეს, ერთი წამითაც არ დაუტოვებიათ, მწუხარებაში ჩავარდნილი მშობლები და ახლობლები! მთელი ქალაქი ეძებდა ხალხოოო და მადლობა ღმერთს, რომ მალევე გამოააშკარავეს მკვლელი.

ჩვენი ანგელოზის სახელზე, ოჯახი, პატრიარქის ლოცვა -კურთხევით, აშენებს ნიშს! ჩვენ კი უნდა დავდგეთ ოჯახის გვერდით და ჩვენი მოკრძალებული ლოცვა-კურთხევით პატივი მივაგოთ ნანიკოს ხსოვნას!

ნათელი და სანთელი არ მოაკლოს ღმერთმა მის სპეტაკ სულს!

ნანა გ ვ ი ყ ვ ა რ ხ ა რ და გ ვ ე ა მ ა ყ ე ბ ი!

პატივისცემით! ღრმა მწუხარებით“!- წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე, სასტიკად მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მასწავლებელი ცირა ხუბულური.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх